„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
290
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-30
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.033.016675
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება N290

30 სექტემბერი 2014 წ.

ქ. თბილისი

 

“მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

 


მუხლი 1
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი N1) მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები (გარდა ელექტრონული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7, 27-ე-274, 29-ე-31-ე, 43-ე და 49-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის სახეებისა);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია