საქართველოს კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისათვის საკვალიფიკაციო კლასების მინიჭების წესი განისაზღვრება კანონით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2481 – რს