„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016184
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №31

2014 წლის 23 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 მარტის №10 დადგენილებაში (სსმ, 28.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016163) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო რიც­ხოვ­ნობა განისაზღვროს 118 (ას თვრამეტი) საშტატო ერთეულით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რო­ბის აპარატის საშტატო ნუსხის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის გრაფა ჩა­მო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მთავრობის თავმჯდომარის სამდივნო

მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი

6

მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე

5

 

გ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი

1

მთავარი სპეციალისტი

4

 

დ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას შესყიდვების, მატერიალურ–ტექნიკური და ინფორმაციულ–ტექნოლოგიური დეპარტამენტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  გრაფა:

 

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი

1

მთავარი სპეციალისტი

3

 

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის დაფინანსება მიმდინარე ეტაპზე განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯე­ტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო შემდგომში საშტატო რიცხოვნობის მატების დაფინანსება გათვა­ლის­წი­ნე­ბულ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის დროს.
3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია