„მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2477
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.002.095
„მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეცნიერთა სოციალური უზრუნველ­ყოფის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 8.08.2003, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. მეცნიერის შრომის ანაზღაურება შედგება თანამ­დებობრივი სარგოსა და საქართველოს კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული დანამატებისაგან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედ­დეს 2007 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის   1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2477-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია