„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/892
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-29
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.055.016042
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/892

2014 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს      მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 12/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016014) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების მე-2  მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და მის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო პროცესის შინაარსის  განსაზღვრა და სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის ორგანიზება “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზმაიფარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია