შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №50 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016219 თარიღი 03/09/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა, შეფასების კრიტერიუმები დგინდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“
„6. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი დადგინდეს მაქსიმალურ ქულათა 60%-ის ოდენობით.“
|