„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016188 16/07/2014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მითითებული დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
3. საკრებულოს წევრს სხვა ხარჯებისათვის (კომუნიკაციებისა და საფოსტო, ინტერნეტის, კომპიუტერული მომსახურების, საკანცელარიო, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ.) ყოველთვიურად ფიქსირებულად ეძლევა 150 ლარი.“
|