„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-197
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-01
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.030.016115
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-197

2014 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში  (ვებგვერდი, 27/02/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის  წინაშე.“;

ბ) მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა  და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ბერუჩაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია