„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2473
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.002.091
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებე­ბი და დამატება:

1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველ­ყოფის შესახებ;

ი) გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში ამ­ტკი­ცებს გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდე­ბობრივი სარგოს ოდენობას.“.

2. მე-40 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნ­ქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკის დაღუპვის შემ­თხვე­ვაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრე­ბიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროკურატურის მუშაკს, რომელიც სამსახუ­რებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაიჭრა ან დასახიჩრდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არა უმეტეს 7 000 ლარისა.“.

3. 401 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თა­ნამ­დებობრივი სარგოს, პრემიისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები­საგან.“;

ბ) მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2473–რს

კრებსითი — სრული ვერსია