საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №98
1997 წლის 12 თებერვალი
ო. ჯაფარიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში არქეოლოგიური მეცნიერების განვითარებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა კადრების აღზრდა-მომზადების საქმეში დიდი წვლილისათვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე პროფესორი ოთარ ჯაფარიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე