საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №681
1997 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
პ. ბოჯგუას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საშუალო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი პანტელეიმონ ბოჯგუა დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე