„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-26
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.139.016156
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2014 წლის 23 სექტემბერი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N20 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, ვებგვერდი, 22/07/2014 010250000.35.139.016136) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა, დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები 

  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურა საშტატო რიცხოვნება თანამდებობრივი სარგო
1 საკრებულო    
  საკრებულოს თავმჯდომარე 1                      2,650
  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1                      1,700
  იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                      1,350
  საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                      1,350
  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                      1,350
  გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                      1,350
  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე  1                      1,350
  საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე                        1,350
       
2 საკრებულოს აპარატი 10  
  უფროსი საჯარო თანამდებობა – საკრებულოს აპარატის უფროსი 1                      1,000
  უმცროსი საჯარო თანამდებობა - მთავარი სპეციალისტი 3                         560
  უმცროსი საჯარო თანამდებობა - უფროსი სპეციალისტი 2                         500
  უმცროსი საჯარო თანამდებობა - წამყვანი სპეციალისტი 4                         530

 


კრებსითი — სრული ვერსია