„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016286
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2014 წლის 23 სექტემბერი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20   მუხლის მე-2,  მე-4 პუნქტების,  26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე  მუხლის მე-3 პუნქტის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის  ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილების  82-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და 84-ე მუხლის შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  15 ივლისის N36 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 15/07/2014, 010250050.35.143.016265) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს  დაემატოს  ,,ი“  პუნქტი  შემდეგი რედაქციით:

,,ი) უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ  ეტაპზე  განახორციელოს ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, მიიღოს მონაწილეობა მიღება-ჩაბარების და  ფორმა №2-ის გაფორმებაში“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე

კრებსითი — სრული ვერსია