საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1700
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის 2014 წლის 12 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას , სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „სუფსა ენერჯის“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე .
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი