საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1687
2014 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
VIIA, X და XIIIA სალიცენზიო ბლოკებზე 2009 წლის 15 იანვარს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის #139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სახელმწიფოს, წარმოდგენილს სსიპ -ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით და „Jindal Petroleum (Georgia) Ltd“ შორის 2009 წლის 15 იანვარს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების VIIA სალიცენზიო ბლოკზე - დამატება №3-ის, X სალიცენზიო ბლოკზე - დამატება №2-ის და XIIIA სალიცენზიო ბლოკზე - დამატება №3-ის პროექტები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი