„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3989
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.002.482
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია – 60 ლარი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაცია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%;

გ) უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (განურჩევლად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ფილიალის რეგისტრაცია – 40 ლარი;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის წესდებაში ან დებულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა – შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3989–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია