შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 07/08/2014 სარეგისტრაციო კოდი (010250000.35.171.016001) და დადგენილებას თანდართული რეგლამენტის:
1. 135-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,თ”, ,,ი” , ,,კ”, ,,ლ” და ,,მ” პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები უნდა გამოქვეყნდეს თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდზე, ,,თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულებით“ დადგენილი წესით და/ან გაზეთში“.
|