„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
558
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-22
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.018176
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №558

2014 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014  წლის  30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:

 

1.  მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

,,ნ) საკვები პროდუქტების წარმოება/გადამუშავება, გარდა ხორცის, თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკების, ხილის, ბოსტნეულის გადამუშავებისა, გამზადებული კერძების და პურ-ფუნთუშეული პროდუქტების წარმოებისა.“.

         

2.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 2 წლისა, ხოლო, არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში - პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია