საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1569
2014 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ჯონოულზე ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 3“-ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე
1 . საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე ჯონოულზე ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 3“-ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „ ხვამლი“.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი