„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1564
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017649
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1564

2014 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს აღნაგობის  საგნის  გაზსადენისა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ –  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია