|
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1.
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი 2-ის შესაბამისად. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს: |
1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა; გ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა. |
მუხლი 2.
აპარატის უფროსი |
1. საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; გ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების ცოდნა. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) კარგ დონეზე ცოდნა; |
მუხლი 3.
აპარატის მთავარი სპეციალისტი - იურიდიულ საკითხებში |
1. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა; დ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება № 40 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. |
მუხლი 4.
აპარატის წამყვანი სპეციალისტი |
1. საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 5.
აპარატის უფროსი სპეციალისტი |
1. საკრებულოს აპარატის უფროს სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 6.
აპარატის სპეციალისტი |
1. საკრებულოს აპარატის სპეციალისტს გარდა ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, აგრეთვე მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებს: |
1. მერიის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია; გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. მერიის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების ცოდნა; გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს. |
მუხლი 2.
მერის წარმომადგენელი |
1. მერის წარმომადგენელს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 3.
განყოფილების უფროსი |
1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 4.
სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 5.
სამსახურის წამყვანი სპეციალისტი |
1. სამსახურის წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა. |
მუხლი 6.
სამსახურის უფროსი სპეციალისტი |
1. სამსახურის უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 7.
სამსახურის სპეციალისტი |
1. სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) პროფესიული, საშუალო-სპეციალური (კოლეჯი, ტექნიკუმი) განათლება, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |