„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 040030000.10.003.01.017569) შეტანილ იქნეს ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა საქსტატის საბჭოსთან შეთანხმებით;“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) თანხმობას აძლევს აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესებასა და ოდენობაზე;“.
|