„ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-29
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.129.016134
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №35

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტის შესაბამისად,

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის  17 ივლისის   №16  დადგენილებაში (სსმ, 18/07/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. გამგებლის წარმომადგენელი გეზრულისა და ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში – 700“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. გამგებლის წარმომადგენელი ჭიათურის, ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის, ხრეითის, სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, პერევისის, ითხვისის, ნიგოზეთის, მანდაეთის, სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში – 750“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლი ძალაში შევიდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად ჩატარებული საჯარო  კონკურსის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია