„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3977
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.05.001.002.470
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

                მუხლი1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს მოგებაზე არაორიენტირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და სხვა გაერთიანებებს, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილენი ან მოქმედებენ მეწარმეების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების ინტერესების შესაბამისად;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3977–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია