„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3976
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
280.090.040.05.001.002.469
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1.  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 633) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, თანადგომისა და მომსახურების მიზნით შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის, სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3976–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია