|
„ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა,“ N12, 30.01-01.02.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კურორტები - საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კურორტები, მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ვ) საკურორტო ადგილები - საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საკურორტო ადგილები, მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა ბათუმის მთისა;“. 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის შეთანხმების საფუძვლის წარმოშობისას, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები საფუძვლის წარმოშობიდან 2 დღის ვადაში შეთანხმების თაობაზე მიმართავენ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, რომელიც 10 დღის ვადაში იძლევა თანხმობას, ან მოტივირებულ უარს ამბობს თანხმობის მიცემაზე. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია იმოქმედოს ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.”. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. |
ჩაქვი, 18 სექტემბერი 2014 წ. N109 - უ.ს.შ.ს.
|