„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3973
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
040.030.050.04.001.002.466
„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 28) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პროფესიული კავშირისა და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის საფუძვლებსა და წესს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3973–რს

კრებსითი — სრული ვერსია