„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
551
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-15
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.018169
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №551

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1.   მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.“.

 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის, თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სამინისტროს მიერ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაცემულია წერილობითი თანხმობა):

ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;

გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;

დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;

ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში;

ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობების - მთელი წლის განმავლობაში.“.

3. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 6. თევზჭერისათვის აკრძალული ზოგიერთი იარაღები, საშუალებები და ხერხები“.

4. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შიდა წყალსატევებში:

ე.ა) სახლართი ბადის გამოყენებით - სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას;

ე.ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ სახლართი ბადის გამოყენებით, მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა, მხოლოდ, ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია