„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მართვის ორგანო – საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები და „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, იმავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თუშეთის დაცულ ლანდშაფტში.“.
|