„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
553
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-15
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.018171
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №553

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2004  წლის  21 მაისის №37 დადგენილებაში  (სსმ,  №54, 25/05/2004)­  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  დებულების 41 მუხლის მე-2 პუნქტის:

1.  „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა;“.

2.  „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ)  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტის    დებუ­ლებით  გათვალისწინებული სხვა  უფლებამოსილებების განხორ­ციელება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია