„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3972
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
040.040.030.05.001.002.465
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 120) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ კანონით დადგენილი წესით, წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, შექმნას ორგანიზაცია;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი

№3972–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია