„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3971
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
440.020.010.05.001.002.464
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აარსებს სპეციალურ, მათ შორის, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ახალგაზრდა მეცნიერთა საკვლევაძიებო საქმიანობის მხარდასაჭერად;

ვ) დადგენილი წესით აარსებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;“.

2. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამეცნიერო გამოკვლევათა მხარდამჭერი სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3971–რს  

კრებსითი — სრული ვერსია