საქართველოს მთავრობის
დადგენილება №209
2006 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
„მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწყებითი სამხედრო სწავლების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 25 აგვისტოს №515 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწყებითი სამხედრო სწავლების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 25 აგვისტოს №515 დადგენილება.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი