„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში, რომელიც გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"-ში (31/07/2014 წელს სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.110.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის სათაურში სიტყვა ,,უფლებამოსილება" შეიცვალოს სიტყვით ,,მოვალეობების" და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით ,,საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულების მიზნით გაწეული ხარჯები.".
|