„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-12
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016036
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2014 წლის 10 სექტემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016008) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

     ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,, ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

   ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

   ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

     ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

       ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

   ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

   ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;

   ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

       ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

   ა.ი) მერი უფლებამოსილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტებში განახორციელოს ცვლილებები;

     ა.კ) მერი ნიშნავს და ათავისუფლებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე

კრებსითი — სრული ვერსია