„კომერციულ ბანკებში რისკების მართვის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №48/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
87/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-11
სარეგისტრაციო კოდი
200020000.18.011.016143
„კომერციულ ბანკებში რისკების მართვის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №48/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №87/04

2014 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციულ ბანკებში რისკების მართვის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №48/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
  „კომერციულ ბანკებში რისკების მართვის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების X თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია