საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №643
1997 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნ. ვერძაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ფილოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის სრულყოფის, ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების, განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნური ვერძაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე