„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1519
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017622
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1519

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2014 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისათვის, გელა დუმბაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით, პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს სპეციალური უფლებამოსილება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს, რომ „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით, აწარმოოს მოლაპარაკებები და ზემოაღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს.“;

გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიქმნას პარიტეტული კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

გელა დუმბაძე

–

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ალექსანდრე მარგიშვილი

–

თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), კომისიის წევრი;

გოჩა ჯავახიშვილი

–

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კომისიის წევრი;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია