„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2014-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-11
სარეგისტრაციო კოდი
280120000.43.048.016008
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ს აქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №115

2014 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:


1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 03.04.2014, 280120000.43.048.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

ა) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შენაარსის 81 პუნქტი:

„81. სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, სამსახურის მოსამსახურეებს, მესამე უცხო ენის ცოდნისათვის, სამივე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების საფუძველზე, შესაძლებელია დაუწესდეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.“;

ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც თავისი საქმიანობის დროს გამოავლენს განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით, მიენიჭოს ექსპერტის სტატუსი და დაუწესდეს ყოველთვიური დანამატი 500-დან 5000 ლარამდე ოდენობით.“;

გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 პუნქტი:

„83. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც მივლენილ იქნება მომზადების ან/და გადამზადების შესაბამისი კურსის გასავლელად სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მივლენის პერიოდში ყოველდღიური კვებით და სანივთე ქონებით უზრუნველყოფს სამსახური. ყოველდღიური კვების საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს 12 ლარის ოდენობით, რომელსაც ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია