1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №19 დადგენილებაში(სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 210020010.35.105.016165 26/28/14წ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების №2 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის დასუფთავების მომსახურების სამი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე;“
|