|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის“ თანდართული დებულება; |
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №27 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ010.260.020.35.154.000.385) |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის
დებულება |
მუხლი 1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური |
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
ბ)
ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; |
გ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; |
დ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; |
ე)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; |
ვ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; |
ზ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; |
თ)
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას; |
ი)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; |
კ)
საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; |
ლ)
საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; |
მ)
სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდებას; |
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას; |
ო)
მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის; |
პ)
მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას; |
ჟ)
სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას; |
რ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას; |
ს)
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; |
ტ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; |
უ)
ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; |
ფ)
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; |
ქ)
წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას; |
ღ)
წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე; |
ყ)
წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას; |
შ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების გამოკვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას; |
ჩ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით; |
ც)
სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში; |
ძ)
მოპოვებულ მონაცემთა სისტემატიზაციას, ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანას და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას; |
წ)
მის კომპეტენციის ფარგლებში მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით; |
ჭ)
საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგების ორგანიზებას, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზებას; |
ხ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან: |
ა)
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში; |
ბ)
მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში; |
გ)
მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში; |
დ)
მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში;
ე) მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში. |
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მთ. სპეციალისტი. |
3.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება N11 - ვებგვერდი, 26.02.2015წ. |
მუხლი 4.
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში. |
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის საკითხებში უზრუნველყოფს: |
ა)
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
ბ)
ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
გ)
წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; |
დ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; |
ე)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების პროექტების ხელშეწყობისათვის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით წინადადებების მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; |
ვ)
მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; |
ზ)
საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; |
თ)
საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; |
ი)
სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდებას; |
კ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას; |
ლ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის; |
მ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას; |
ნ)
სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას. |
მუხლი 5.
მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების და მიწის მართვის საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი მუნიციპალური ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; |
ბ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; |
გ)
საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; |
დ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; |
ე)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; |
ვ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; |
ზ)
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას; |
თ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
მთავარი სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში |
მთ. სპეციალისტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების მართვის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; |
ბ)
წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე, შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას; |
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების წყაროების კვლევას, მონიტორინგს, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენას; |
დ)
წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას; |
ე)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამდინარე მდინარეების და მათ სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნეგატიური (გარემოს დაბინძურების) სტიქიური პროცესების პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით; |
ვ)
მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების მიღებას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და წარდგენას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შემდგომი რეაგირების მიზნით; |
ზ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას; |
თ)
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; |
ი)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტრანსპორტის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; |
კ)
საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგების ორგანიზებას, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზებას; |
ლ)
წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე. |
მუხლი 7.
მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში უზრუნველყოფს: |
ა)
წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; |
ბ)
ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; |
გ)
მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას; |
დ)
წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; |
ე)
წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; |
ვ)
გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; |
ზ)
რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას; |
თ)
სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვას, და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვას და ასახვას ერთიან ელექტრონულ სისტემაში; |
ი)
ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; |
კ)
მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; |
ლ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 8.
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში უზრუნველყოფს
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადებას და მიწოდებას დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის; ბ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას; გ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვებას;
დ) მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილება N11 - ვებგვერდი, 26.02.2015წ. |