„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-23
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016550
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №45

2014 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2014, 040030000.22.027.016525) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პროექტების მართვის დეპარტამენტი.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31. პროექტების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს „სმართ ლოჯიქში“ მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესის მუდმივ შეფასებას და სამომავლო პროექტების ყველა ეტაპის დაგეგმვას, აგრეთვე პროექტების რისკებისა და პრობლემების მართვას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

კრებსითი — სრული ვერსია