„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3884
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
040.040.030.05.001.002.452
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 120) 30-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 თებერვლამდე განსაზღვროს ის ქონება, რომელსაც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერის მიზნით ხელოვნების მუშაკებს უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი.

8. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის 2008 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე წარმოადგინოს „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№3884–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია