|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №15 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №15 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
|