ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-07
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016117
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 07.12.2017, №39)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2014 წლის 5 სექტემბერი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება

მუხლი1. ასპინძის   მუნიციპალიტეტის გამგეობის საახელმწიფო  შესყიდვების სამსახური

  1. ასპინძის  მუნიციპალიტეტის გამგეობის საახელმწიფო შესყიდვების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას, გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადება- გამოქვეყნებას და სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას.

 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანებით ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის, და ელექტრონული შესყიდვის ჩატარების წესის შესახებ“,  წინამდებარე დებულებითა  და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით .

4. სამსახურის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.

  მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან და მთავარი სპეციალისტებისაგან. 

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.

3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება;

ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების  განყოფილება.

6.მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ფუნქციები კი განისაზღვრება შესაბამისი  თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის  მომზადებისათვის კონსულტაციის გაწევა;

ბ)  გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის  შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;

გ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულებების  პროექტების  მომზადება;

დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;

ზ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის  შესახებ განცხადების მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა;

თ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება;

ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის მოზადება;

კ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და  არქივის წარმოება;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა;

მ)  (ამოღებულია - 05.05.2016  №19 ).

 ნ) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.

მუხლი 4. სამსახურის უფლება-მოვალეობები:

  1. სამსახურის უფლებები:

  ა) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებისაგან, შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;

  ბ) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

  გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები;

  2. სამსახურის მოვალეობები:

 ა) გაწეულ საქმიანობასა და დარგში არსებულ მდგომარეობაზე დადგენილი წესით წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;

ბ) კეთილსინდისიერად და დადგენილ ვადებში შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, არ დაუშვას თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი შესრულება.

 გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.

3. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი  გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.

მუხლი 5. სამსახურის განყოფილების ფუნქციები:

1. გამარტივებული შესყიდვების განყოფილება

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

- ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას;

- მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგების მომზადებას;

- სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

- სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას და არქივის წარმოებას;

- სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას.

ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება უზრუნველყოფს:

- გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

- მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;

- სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას - წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენას, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, დამტკიცებას და კორექტირებას;

- წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:  შესყიდვების საშუალებების შერჩევას და შერჩეული საშუალებების შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და სატენდერო კომისიისათვის  წარდგენას;

- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის მომზადებას.

2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას, მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოხელე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 10.05.2016წ.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა.

     დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


კრებსითი — სრული ვერსია