„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3882
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-22
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.002.450
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) I და II რიგის მემკვიდრეები, ჩუქებითა და მემკვიდრეობით მიღებული მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისას – ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№3882–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია