,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
188
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.572
,,ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:

ა) კლიმატური გამოცდის ცენტრი;

ბ) მასალათა გამოცდის ცენტრი;

გ) ინსტიტუტი ,,ავტომატმრეწვი“;

დ) სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – კლიმატური გამოცდის ცენტრის, მასალათა გამოცდის ცენტრის, ინსტიტუტ „ავტომატმრეწვის“ და სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხლის 58-ე, 59-ე 63-ე, 66-ე პუნქტები.

4. ამ დადგენილების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია