„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
521
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-02
სარეგისტრაციო კოდი
010040000.10.003.018141
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №521

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და  დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“:

1.  მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასაზღვრო გამტარ პუნქტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით, მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს, აგრეთვე, გააჩნია წვდომა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის - ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზასთან (SLTD).“.

2.  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, შეიძლება შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია