„ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1487
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017591
„ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1487

 2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1102 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქართული კინოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას ქართული კინოს განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გელა დუმბაძე   − დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

მაია ფანჯიკიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ნინო კობახიძე − საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია