|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის
დებულება |
მუხლი 1.
გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური |
1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულებების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების მიზნობრიობის შესწავლას და ანალიზს, სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზსა და შეფასებას, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმებას და შეფასებას სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 27.11.14 წ. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე გადაცემული ქონების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას. ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე, წინდადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე. გ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე. დ) მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონების ბაზის შექმნისა და განახლების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. ე) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ქონების ბაზის განახლების მიზნით, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებში მონიტორინგის ჩატარებას, ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით.. ზ) რეკომენდაციებს შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. თ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის , თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას. ი) გასხვისებული ადგილობრივი ქონების და გასხვისებიდან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს, კ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე. ლ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს მუნიციპალური ქონების რეგულირების მიზნით. მ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისათვის სუბსიდირებული თანხით ქონების შეძენის შემთხვევებში, კონტროლს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ურთიერთკოორდინირებით. ნ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას, გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას. ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენას და შეფასებას; ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და საანგარიშო წლის დაწყებამდე, გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებას; ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს; ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; თ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს, შეფასებას, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას; ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენას; კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას; ლ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას; მ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მასალების გამგებელთან წარდგენას შემდგომი რეაგირებისათვის; ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 27.11.14 წ. |
მუხლი 4.
სამსახურის უფლებები |
სამსახური უფლებამოსილია:
ა) გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; ბ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით; გ) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №91 - ვებგვერდი, 27.11.14 წ. |